დონორებისათვის

სისხლის დონორად ვარგისიანობის თვითშეფასების კითხვარი

თქვენ შეგიძლიათ სისხლის ჩაბარება, თუკი:
•    თქვენი ასაკი 18-დან 60 წლამდეა;
•    თქვენი წონა 55 კგ-ზე მეტია;
•    თქვენი ჰემოგლობინი ნორმის ფარგლებშია.
•    თქვენ არ ხართ დაავადებული სისხლის გზით გადამდები ინფექციებით (აივ ინფექცია, ვირუსული ჰეპატიტები, სიფილისი, მალარია).

სისხლის ჩაბარება არ შეგიძლიათ, თუკი:
•    გაქვთ ან გქონდათ მაღალი ტემპერატურა გასული კვირის განმავლობაში;
•    მკურნალობთ ანტიბიოტიკებით, ან სხვა მედიკამენტებით;
•    გაქვთ გულსისხლძარღვთა დაავადებები. ეპილეფსია, დიაბეტი, თირკმელების ან ღვიძლის ქრონიკული დაავადებები, ვენერიული დაავადებები.
•    უკანასკნელი დონაციის დროს დაკარგეთ გონება;
•    რეგულარულად მკურნალობდით სისხლის პროდუქტებით;
•    იყენებდით საერთო შპრიცს მედიკამენტის ვენაში შეყვანისთვის/მოიხმარდით ნარკოტიკს;

სისხლის გაღების მსურველთა ასაკი 18-დან 60  წლამდე განისაზღვრება. დონორი არ უნდა იყოს B და C ჰეპატიტის ვირუსის მატარებელი, სტომატოლოგთან ვიზიტიდან უნდა იყოს გასული 2-3 თვე, თუ აქვს ტატუ, უნდა იყოს გასული ერთი წელი გაკეთებიდან, სისხლის აღება  არ შეიძლება ორსულისთვის და მეძუძური დედისთვის. დონორს  ბოლო 1 წლის განმავლობაში არ უნდა ქონდეს გაკეთებული ქირურგიული ოპერაცია, არ უნდა ქონდეს მენსტრუალური ციკლი (დამთავრებული უნდა იყოს 3-4 დღის და არ უნდა იწყებოდეს 3-4 დღეში) არ უნდა იყოს აცრილი ბოლო 2 თვის განმავლობაში, ასევე არ უნდა ჰქონდეს მიღებული ალკოჰოლი ბოლო 24 საათის განმავლობაში, დონორის წონა უნდა იყოს 55 კგ-ზე მეტი ქალბატონები, 65კგ-ს ზემოთ მამაკაცები, ასევე დონორი უნდა იყოს ნასაუზმევი და თან უნდა იქონიოს პირადობის დამადასტურებელი მოწმობა. (სისხლის გაღების შემგომ ერთი საათის განმავლობაში თამბაქოს მოხმარება აკრძალულია), განმეორებითი დონაცია შესაძლებელია 2 თვის შემდეგ.

მიუხედავად ამისა  პიროვნებისაგან  სისხლის გაღება ხდება მხოლოდ და მხოლოდ ექიმის მიერ მისი  ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმების შემდგომ.
ნუ ვიქნებით გულგრილნი, დავეხმაროთ მათ ვინც თქვენგან შველას ელოდება!
გაიღე სისხლი  და გადაურჩინე სიცოცხლე !!!!!!

ადამიანს რამოდენიმე წამით ან წუთით შეუძლია სუნთქვის შეჩერება, რომელიც მის ჯანმრთელობას ფაქტიურად არ ვნებს, მაგრამ თუ ამ დროით შეჩერდება სისხლის მოძრაობა – ის მოკვდება. სისხლს ვერ დაამზადებ, ვერსად ვერ იპოვი – ის შეიძლება ადამინმა ადამიანს გაუყოს, გაუნაწილოს.
გაუყავით და გაუნაწილეთ სისხლი მათ, ვისაც ის სჭირდებათ სიცოცხლის გადარჩენისათვის, ამისათვის გახდით დონორი.