• VTEM Image Show
  • VTEM Image Show
  • VTEM Image Show
  • VTEM Image Show

გაუყავით და გაუნაწილეთ სისხლი მათ, ვისაც ის სჭირდებათ სიცოცხლის გადარჩენისათვის, ამისათვის

ჩვენს შესახებ

ჩვენს შესახებჩვენთან ყოველწლიურად  მზადდება 3000 - მდე დონორული სისხლი, რომელსაც მოიხმარს 6000 -მდე ავადმყოფი. შ.პ.ს „ჰემა-2012“–ის სისხლის ბანკი მონაწილეობს უსაფრთხო სისხლის სახელმწიფო პროგრამაში - რაც გულისხმობს დონორის სისხლის კვლევას  HBsAg  (B) და  HCV (C ) ჰეპატიტზე, შიდსზე და ათაშანგზე.

მივაღწიეთ იმას, რომ ჩვენთან დამზადებული სისხლის 50 % უანგარო დონორებისგანაა მიღებული. მაგრამ ჯერ კიდევ დიდია  ნათესავი დონორისაგან მიღებული სისხლის წილი . დაწესებულებას უარი აქვს ნათქვამი ფასიან დონორის ჩვენს შესახებმოზიდვაზე.

2014 წლის იანვრიდან შ.პ.ს „ჰემა-2012’ განთავსდა ახალ შენობაში,  სამსახური აღიჭურვა ახალი თანამედროვე სამედიცინო აპარატურითა და ინვენტარით. იგი როგორც სამედიცინო კადრებით მათი პროფესიონალიზმითა და კვალიფიკაციით, ასევე სამედიცინო აღჭურვილობით აკმაყოფილებს სისხლის სამსახურისადმი წაყენებულ თანამედროვე მოთხოვნებსა და სტანდარტებს.

ჩვენს შესახებჩვენი დიდი სურვილია, ჩვენს გარშემო ყველა იყოს ჯანმრთელი, მაგრამ სამწუხაროდ ბევრი მათგანის ჯანმრთელობა   ყოველ წუთს  საფრთხის წინაშეა, თუკი მას საჭირო ჯგუფისა და რეზუსის სისხლი დროულად არ მიეწოდა. მათ შორის ძალიან ბევრი ბავშვია. სწორედ თქვენ შეგიძლიათ მათი სიცოცხლის გადარჩენა.

მიიღო გადაწყვეტილება გახდე სისხლის დონორი -  საპასუხისმგებლო ნაბიჯია, მაგრამ ამ ნაბიჯს სიკეთის კეთების დიდი კმაყოფილების გრძნობა მოაქვს. არსებობენ სისხლის დონორები, რომელთაც ცხოვრების მანძილზე 10-20 ლიტრი სისხლი გადაუსხეს სხვებს და ათობით ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინეს. ისინი ნამდვილი გმირები არიან.  გადადგით პირველი ნაბიჯი და გახდით დონორი.ჩვენს შესახებ

ჩვენი მისია იმ ადამიანების გულებამდე მიღწევაა, ვისაც ესმის რა არის სიკეთე და აქვს სურვილი დაეხმაროს სხვას, მაგრამ არ იცის როგორ, რა გზით, არა აქვს სახსრები. გვინდა ასეთმა ადამიანებმა, თუ რა თქმა უნდა, ჯანმრთელობა ხელს უწყობთ, აირჩიონ სისხლის დონორობა და საკუთარი სისხლის რეგულარული, უსასყიდლო გაღებით გადაარჩინონ ათობით ადამიანის სიცოცხლე.

 

ჩვენს შესახებადამიანს რამოდენიმე წამით ან წუთით შეუძლია სუნთქვის შეჩერება, რომელიც მის ჯანმრთელობას ფაქტიურად არ ვნებს, მაგრამ თუ ამ დროით შეჩერდება სისხლის მოძრაობა - ის მოკვდება. სისხლს ვერ დაამზადებ, ვერსად ვერ იპოვი - ის შეიძლება ადამინმა ადამიანს გაუყოს, გაუნაწილოს.