ჩვენო ძვირფასო თანამემამულენო

ჩვენო ძვირფასო თანამემამულენო მინდა მოგესალმოთ და გაუწყოთ, რომ ყოველ წუთს ვინმეს სიცოცხლის გადასარჩენად საჭიროა სისხლი. სისხლის მიღების ერთადერთი წყარო ადამიანია – სისხლის დონორი. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით საქართველოში სისხლის დონორთა რაოდენობა საჭიროზე ნაკლებია. პაციენტთა დასახმარებლად ყოველწლიურად საშუალოდ 60 000 დონორისგან მიღებული სისხლია საჭირო. საქართველოში კი ეს რიცხვი 37 000 -ს არ აღემატება. ამათგან უმეტესობა სისხლის ჩაბარებაში ფულად ანაზღაურებას იღებს.

სისხლის სამკურნალოდ გამოყენება შეუცვლელია ისეთი დაავადებების დროს , როგორიცაა ლეიკემია განსაკუთრებით ბავშვებში, სხვადასხვა მიზეზით გამოწვეული სისხლდენები , ქირურგიული , გინეკოლოგიური, ტრავმული და სხვა დაავადებები. ყოველ მესამე ადამიანს წელიწადში ერთხელ მაინც ესაჭიროება სისხლის გადასხმა.

იმისათვის , რომ უმძიმეს მდგომარეობაში მყოფ ავადმყოფებს მათი სიცოცხლის გადასარჩენად დროულად მიეწოდოს საჭირო ოდენობისა და შესაბამისი ჯგუფის სისხლი, აუცილებელია შეიქმნას სისხლის მარაგი – ბანკი. სწორედაც შ.პ.ს „ჰემა-2012“-ის სისხლის ბანკი ახორციელებს დონორული სისხლისგან სისხლის კომპონენტების დამზადებას, მათ შენახვასა და უწყვეტად მიწოდებას , როგორც აჭარის და გურიის რეგიონში , ასევე ქ. ფოთში განთავსებულ სამედიცინო დაწესებულებებისთვის. აქ მიმდინარე სპეციფიური სამედიცინო საქმიანობის, გამოცდილი, კვალიფიციური და პროფესიონალი სამედიცინო კადრებისა და მათი 24 საათიანი დაუღალავი შრომის შედეგია ის , რომ თითქმის 100% – ით მარაგდება ყველა სამედიცინო დაწესებულება მათთან სამკურნალოდ მყოფ ავადმყოფთა საჭიროებისათვის აუცილებელი სისხლის კომპონენტებით, რითაც სისხლის დონორებთან ერთად უდიდესი წვლილი შეგვაქვს უმძიმეს მდგომარეობაში მყოფ ავადმყოფთა სიცოცხლის გადარჩენაში.

ჩვენთან ყოველწლიურად მზადდება 3000 – მდე დონორული სისხლი, რომელსაც მოიხმარს 6000 -მდე ავადმყოფი. შ.პ.ს „ჰემა-2012“–ის სისხლის ბანკი მონაწილეობს უსაფრთხო სისხლის სახელმწიფო პროგრამაში – რაც გულისხმობს დონორის სისხლის კვლევას HBsAg (B) და HCV (C ) ჰეპატიტზე, შიდსზე და ათაშანგზე.

მივაღწიეთ იმას, რომ ჩვენთან დამზადებული სისხლის 50 % უანგარო დონორებისგანაა მიღებული. მაგრამ ჯერ კიდევ დიდია ნათესავი დონორისაგან მიღებული სისხლის წილი . დაწესებულებას უარი აქვს ნათქვამი ფასიან დონორის მოზიდვაზე.

2014 წლის იანვრიდან შ.პ.ს „ჰემა-2012’ განთავსდა ახალ შენობაში, სამსახური აღიჭურვა ახალი თანამედროვე სამედიცინო აპარატურითა და ინვენტარით. იგი როგორც სამედიცინო კადრებით მათი პროფესიონალიზმითა და კვალიფიკაციით, ასევე სამედიცინო აღჭურვილობით აკმაყოფილებს სისხლის სამსახურისადმი წაყენებულ თანამედროვე მოთხოვნებსა და სტანდარტებს.

ჩვენი ამოცანა

ხელშეწყობა

სისხლის უსასყიდლო დონაციის გაზრდის ხელშეწყობა.

ინფორმირება

საზოგადოების ინფორმირებულობის ამაღლება

ხარისხი

სისხლის ბანკის მომსახურეობის ხარისხის გაუმჯობესება.

შემეცნება

დონაციასთან დაკავშირებული ჯანმრთელობისათვის უარყოფითი შედეგების მითების და ცრურწმენების დამარცხება

სრულიად საქართველოს კათალიკოს პატრიარქი ილია II

“ჭეშმარიტად ქველმოქმედნია ისინი, ვინც მოყვასის გადასარჩენად აბარებენ საკუთარ სისხლს. გაჭირვებულისათვის ერთი ჭიქა წყლის მიწოდებაც მადლია ღვთის წინაშე: მითუმეტეს დასაფასებელია ღვაწლი მათი, ვინც სისხლის გაღებით სიცოცხლეს შეუნარჩუნებს განსაცდელში მყოფთ. ღმერთმა დალოცოს ყოველი ადამიანი ამ მადლის მოქმედი”.

სრულიად საქართველოს კათალიკოს პატრიარქი ილია II.

ბოლო სიახლეები

14 ივნისი

14 ივნისი

#შემოგვიერთდით! #დღესთქვენიდღეა! გ ი ლ ო ც ა ვ თ!

სხვისი სიცოცხლე თქვენს ხელშია

სხვისი სიცოცხლე თქვენს ხელშია

სისხლის უანგარო დონორობა საამაყო და სრულიად უსაფრთხო პროცედურაა, რომელშიც მხოლოდ ერთი საათი დაგეხარჯებათ და ვიღაცას სიყვარულს გადაურჩენთ..... დიდი მადლობა ჩვენს უანგარო დონორებს ერთად ვაკეთოთ კეთილი საქმე!

ესთეტიკური ცენტრი Beauty house

ესთეტიკური ცენტრი Beauty house

ქ.ბათუმის სისხლის ბანკი ,,ჰემა2012'' მადლობას უხდის ესთეტიკური კლინიკა ,,beauty house''- ს თანამშრომლებს აქციაში #გაიღესისხლიგადაარჩინესიცოცხლე. მონაწილეობის მიღებისათვის. #სიკეთეგადამდებია

ბეჟან ბერიძე

"სიცოცხლის საზომი არა მისი ხანგრძლივობა, არამედ მისი გაზიარების უნარია, რისი ერთერთი საშუალება უანგაროდ გაღებული სისხლია . სისხლით ვაჭრობა, ისევე როგორც სიცოცხლით ვაჭრობა დაუშვებელია."

ბეჟან ბერიძე

შპს "ჰემა-2012"-ის დირექტორი